ფეხბურთი

15:47 | 18.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "ვნახე მესი, რომელიც 5 წლის ბავშვივით ტიროდა"

დიეგო არმანდო მარადონამ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის 5 წლის ბავშვივით ტიროდა, როდესაც არგენტინის ნაკრებმა გერმანიასთან 2010 წლის მუნდიალზე 0:4 წააგო.

„მე ლეოს მეგობარი ვარ. ვნახე როგორ ტიროდა საშხაპეში, როდესაც თამაში 0:4 წავაგეთ, მაშინ, როცა მისი თანაგუნდელები სახლში სწრაფად დასაბრუნებლად უკვე თვითმფრინავის რეისებს ეძებდნენ. ვნახე მესი, რომელიც 5 წლის ბავშვივით ტიროდა“, - თქვა მარადონამ.

0.117273