ინგლისის თასის 1/4-ფინალურ ეტაპზე "ასტონ ვილამ" "ლივერპული" 5:0 გაანადგურა. "მერსისაიდელები" მეორე შემადგენლობით თამაშობდნენ. ძირითად შემადგენლობას დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "მონტერეისთან" ელით დაპირისპირება.
"ლივერპულის" მოთამაშეების საშუალო ასაკი 19 წელი და 183 დღე იყო, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრული გუნდი იყო. აქამდე "ლივერპული" ყველაზე ახალგაზრდული გუნდით 2017 წელს "პლიმუტთან" თასის მატჩში გამოვიდა. მაშინ ლივერპულელთა საშუალო ასაკი 21 წელი და 290 დღე იყო.