ზოგადად დიდი ბრიტანეთის კუნძული, განსაკუთრებით კი შოტლანდია და ირლანდია თუკი რამითაა სახელგავარდნილი, - ეს პირველყოვლისა რაგბი და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაა. ეს ამბავი როგორც ჩანს ნამეტნავად კარგად გაისიგრძეგანა ირლანდიელმა მოდელმა მაირე ონილმა, რომელიც ერთობ ჭკვიანი ქალი აღმოჩნდა.
მაირე ონილი აქამდე ირლანდიური რაგბის დიდი ქომაგის იმიჯით იყო ცნობილი და მან ახლა ისიც მოახერხა, რომ რაგბი და ირლანდიური ქერის ვისკის წარმოება გააერთიანა. ამ საქმით ცხადია მოდელიც გვარიან თანხას ჩაიჯიბავს და არც მორაგბეები დარჩებიან გულნაკლულნი.
როგორც ცნობილი გახდა, სულ მალე მზის სინათლეს იხილავს ახალი ვისკი, რომლის ბოთლზეც ქალბატონი ონილი იქნება გამოსახული და ხელში ირლანდიის რაგბის ნაკრების ლოგოტიპით დამშვენებული რაგბის ბურთი ეჭირება. ასეთ ორიგინალურ და საინტერესო ვისკის მყიდველი რომ ეყოლება - ეს ამთავითვე ცხადია.