გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ესპანეთის თასის 1/64 ფინალში „სარაგოსას“ „სოკუელამოსთან“ (1:0) შეხვედრაში მოაგებინა და შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა, ხოლო 36-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო და როგორც შემდგომ გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.
პაპუნაშვილს მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ სათასო დაპირისპირებაში გატანილი გოლი მისთვის პირველი გამოდგა.