ფეხბურთი

20:37 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ზიდანთან ერთად თამაში ჩემი ოცნება იყო"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება პეპ გვარდიოლასა და ზინედინ ზიდანს შორის შედგება. „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ დუელი განსაკუთრებით ალბათ მწვრთნელების გამო იქცევს ყურადღებას.

გვარდიოლამ ზიდანის შესახებ განაცხადა, რომ მასთან ერთად თამაში მისი აუხდენელი ოცნებაა.

„ზიდანთან ერთად თამაში ჩემი ოცნება იყო. როდესაც „ბარსელონა“ დავტოვე, ვოცნებობდი, რომ „იუვენტუსში“ ზიდანთან ერთად მეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერადროს მოვახერხე“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ 26 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა ინგლისში 17 მარტს გაიმართება.

0.119947