კალათბურთი

23:00 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოლმა სტოკტონის მიღწევა გაიმეორა

"ოკლაჰომას" ლიდერმა კრის პოლმა ლეგენდარული კალათბურთელის ჯონ სტოკტონს შედეგი გაიმეორა. პოლი სტოკტონის შემდეგ მეორე მოთამაშეა, რომელმა მინიმუმ 18 000 ქულა, 9000 პასი და 2000 ჩაჭრა მოაგროვა.

კრისმა ეს შედეგი "ჩიკაგოსთან" (109:106) მოგებულ შეხვედრაში დააფიქსირა. პოლმა 30 ქულა 10 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. ოკლაჰომელებმა 26 ქულით აგებდნენ და შეხვედრა შემოატრიალეს. "ოკლაჰომამ" 26 ქულიანი ჩამორჩენა კლუბის ისტორიაში პირველად აღმოფხვრა.

0.111447