ფეხბურთი

18:15 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: მონაწილე გუნდები და ტურნირის განრიგი

11 დეკემბერს, 2019 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა, ყველაზე საინტერესო ფაზა წინ გველოდება. მაგალითად, დღეს პირველი ნახევარფინალია დაგეგმილი, ხოლო ხვალ საქმეში ინგლისური „ლივერპულიც“ ჩაერთვება, რომელიც მექსიკურ „მონტერეისთან“ ფინალის საგზურს გაითამაშებს.

მეორე ნახევარფინალში „ალ-ჰილალი“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დღეს გაეჯიბრება და პირველი ფინალისტიც გამოვლინდება.

ტურნირის მონაწილე ყველა გუნდი:

„ლივერპული“ (ინგლისი) - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (ტურნირში ერთვება ნახევარფინალიდან)

„ფლამენგო“ (ბრაზილია) - ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული (ტურნირში ერთვება ნახევარფინალიდან)

„ესპერანსი“ (ტუნისი) - აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (ტურნირში ჩაერთო მეოთხედფინალიდან)

„ალ-ჰილალი“ (საუდის არაბეთი) - აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (ტურნირში ჩაერთო მეოთხედფინალიდან)

„მონტერეი“ (მექსიკა) - ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (ტურნირში ჩაერთო მეოთხედფინალიდან)

„ალ-სადი“ (ყატარი) – ყატარის ჩემპიონი, მონაწილეობს, როგორც მასპინძელი (ტურნირში ჩაერთო საკვალიფიკაციო ეტაპიდან).

„ჰიენგენ სპორტი“ (ახალი ზელანდია) - ოკეანიის ზონის ჩემპიონი (ტურნირში ჩაერთო საკვალიფიკაციო ეტაპიდან)

ტურნირის განრიგი

„ალ-სადი“ – „ჰიენგენ სპორტი“ 3:1

„ალ-ჰილალი“ – „ესპერანსი“ 1:0

„მონტერეი“ – „ალ-სადი“ 3:2

17 დეკემბერი, 18:30 საათი, მატჩი მეხუთე ადგილითვის: „ალ-სადი“ – „ესპერანსი“

17 დეკემბერი, 21:30 საათი, ნახევარფინალი: „ფლამენგო“ – „ალ-ჰილალი“

18 დეკემბერი, 21:30 საათი, ნახევარფინალი: „მონტერეი“ – „ლივერპული“

21 დეკემბერი, 18:30 საათი, მატჩი III ადგილისთვის: ნახევარფინალურ წყვილებში დამარცხებულები

21 დეკემბერი, 21:30 საათი, ფინალი: ნახევარფინალურ წყვილებში გამარჯვებულები

0.126827