ფეხბურთი

0:37 | 17.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ეროვნული ლიგის პრო-ლიცენზია მიიღო

ქუთაისის „ტორპედომ“ 2020 წლის ეროვნულ ლიგაში თამაშისთვის პრო-ლიცენზია ოფიციალურად მიიღო, რაც უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლებას იძლევა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ოთხგზის ჩემპიონის ვებგვერდმა დაადასტურა.

თუმცა, პარალელურად „ტორპედო“ ჯერ კიდევ რჩება რეგულარული მონიტორინგის ქვეში, რომლის მეშვეობითაც კლუბში მიმდინარე პროცესი გაკონტროლდება.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც ეროვნულ ლიგაში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

0.116714