ქართველი ლეგიონერები

14:50 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩიქოვანის გუნდი ფინალურ ოთხეულში გავიდა

საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა, კონსტანცამ რუმინეთის თასის მეოთხედფინალში 38-31 დაამარცხა ალექსანდრია და ფინალურ ოთხეულში გავიდა.

ოთხეულში ასევე გავიდნენ ქვეყნის ჩემპიონი ბუქარესტის დინამო, თასის მფლობელი ტიმიშოარა და ბაკეუ. ფინალური ოთხეულის ტურნირი, ანუ ნახევარფინალები და ფინალი ერთ-ერთი მონაწილე გუნდის მოედანზე გაიმართება 2020 წლის მარტში. ალექსანდრიასთან ჩიქოვანმა 4 გოლი გაიტანა, ქვეყნის ჩემპიონატში კი ცუდი სტარტის შემდეგ გუნდმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩემპიონატში კონსტანცამ, შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა, პირველი 6 მატჩიდან 5 წააგო, მაგრამ შემდგომი 12 თამაშიდან 10 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა - მათ შორის, EHF თასზე, რუმინეთის თასსა და ჩემპიონატში. ჩემპიონატი ბოლო ორ ტურში კონსტანცამ ფრედ ითამაშა ბუქარესტის სტიაუსათან (31-31), ხოლო შემდეგ ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი ბაია მარე დაამარცხა 32-28 და უკვე ლიდერთა ჯგუფშია.

ქართველმა უკანახაზელმა ამ ორ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა, სულ კი ჩემპიონატის 14 თამაშში 60 გოლი დაუგროვდა და კლუბში ამ მაჩვენებლით საუკეთესოა. 4 გოლი მან EHF თასზე, ხოლო ექვსიც რუმინეთის თასზე გაიტანა.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით სატურნირო ცხრილის ბოლოშია ეროვნული ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი, რეშიცა. რუმინეთის ჩემპინატი 30 იანვარს განახლდება, წინ კი სანაკრებო პაუზაა. თევზაძეც და ჩიქოვანიც უკვე თბილისში არიან და მალე დაიწყებენ მზადებას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირებისთვის, რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებს იანვარში ექნება.

ვიდეო. ჩიქოვანის მიმართვა კონსტანცას გულშემატკივრებს: https://www.facebook.com/hcdconstanta/videos/814751812263560

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 14 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1.დინამო ბუკურეშტი 36 ქულა (13 თამაშიდან), 2. პოტაისა ტურდა 28 (13), 3. CSM ბუკურეშტი 25, 4. ბაია მარე 25, 5. კონსტანცა 23, 6. სტიაუა 23, 7. ტიმიშოარა 23, 8. კელერაში 22 – 9. ფოჩანი 19, 10. ბაკეუ 16, 11. ფეგერაში 16, 12. ვასლუი 15, 13. ბუზაუ 7, 14. რეშიცა 4 (2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო გადის პლეიოფში)

0.117579