ფეხბურთი

14:23 | 16.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-დან ვან ბომელი დაითხოვეს

მარკ ვან ბომელი პსვ ეინდჰოვენის მთავარი მწვრთნელი აღარაა. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ვან ბომელის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი „ფილიპსელების“ არასახარბიელო შედეგები გახდა.

პსვ-მ ერედივიზიონის ბოლო ტურში როტერდამის „ფეიენოორდთან“ (1:3) წააგო, რაც კლუბის ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ეინდჰოვენს 17 ტურის შემდეგ მხოლოდ 31 ქულა აქვს და ლიდერთა დუეტს, „აიაქსი“-„ალკმაარი“ 10 ქულით ჩამორჩება.

ამასთან, ევროპა ლიგაზე წარუმატებლად იასპარეზა, სადაც ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება პსვ ეინდჰოვენის ახალი მთავარი მწვრთნელი.

0.115023