„რეალმა“ „ბარსელონას“ გუშინდელი წაფორხილებით ვერ ისარგებლა და პრიმერას სათავეში ისევ ორხელისუფლებიანობაა. ეს ამბავი მომავალ „კლასიკოს“ უფრო საინტერესოს ხდის.
მადრიდელებმა თავიდან „მესტალიაზე“ იძალეს, მასპინძლები დაჯაბნეს, მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს. მერე „ღამურები“ გაცოცხლდნენ და ახლა მათ შეუტიეს. ორივე მხრიდან ყველაზე აქტიურები ბენზემა და ტორესი იყვნენ.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. თავი კარლოს სოლერმა გამოიჩინა. თამაში დასასრულს უახლოვდებოდა და თითქოს „ვალენსიას“ გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევდა მაგრამ მეხუთე დამატებულ წუთზე, „რეალმა“ მაინც გაისროლა - კარიმ ბენზემამ შეაგდო.
ახლა ყველა 18 დეკემბერს ელოდება, როცა „კამპ ნოუზე“ ერთმანეთს „ბარსელონა“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან.
ესპანეთი
პრიმერა. მე-17 ტური. 15 დეკემბერი
ვალენსია - რეალი 1:1
ვალენსია. „მესტალია.“
1:0 სოლერი (78), 1:1 ბენზემა (90+5)
ვალენსია: დომენეკი, კოსტა (ვალიეხო 61), პაულისტა, გარაი, გაია, სოლერი, პარეხო, ვასი, კოკლენი (კონდოგბია 83), ტორესი (დიაჰაბი 90), როდრიგო
მწვრთნელი: ალბერტ სელადესი
რეალი: კურტუა, კარვახალი, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მოდრიჩი (იოვიჩი 82), ვალვერდე, კროოსი, როდრიგო (ვინისიუსი 69), ისკო (ბეილი 69), ბენზემა
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მსაჯი: ხოსე მარტინესი
გაფრთხილება: სოლერი (38); კარვახალი (77), იოვიჩი (90+1)
სევილია - ვილიარეალი 1:2
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი.“ 36 521
0:1 ალბიოლი (13), 1:1 მუნირი (61), 1:2 ტოკო-ეკამბი (74)
სევილია: ვაცლიკი, რეგილონი, კარისუ, კარლოსი, ნავასი, ვასკესი, ფერნანდო, ბანეგა (ხორდანი 79), ტორესი (დაბური 78), მუნირი, ლუკ დე იონგი (ერნანდესი 59)
მწვრთნელი: ხულენ ლოპოტეგი
ვილიარეალი: ასენხო, კინტილია, ტორესი, ალბიოლი, გასპარი, იბორა, გომესი, ტრიგეროსი (მორი 89), ზამბო-აგნისა (ტოკო-ეკამბი 66), ჩუკვეზე, მორენო (პენია 78)
მეწვრთნელი: ხავი კალიეხა
მსაჯი: კორდერო ვეგა
გაფრთხილება: ტორესი (63), კარლოსი (90+4)
ხეტაფე - ვალიადოლიდი 2:0
1:0 კუკურელია (36), 2:0 ანხელი (82)
სელტა - მალიორკა 2:2
1:0 რაფინია (209), 1:1 სევილია (33 პენ), 2:1 ასპასი (49 პენ), 2:2 ბუდიმირი (83)
გაძევება: რაილიო (78, მალიორკა)
ესპანიოლი - ბეტისი 2:2
0:1 იგლესიასი (4), 1:1დარდერი (19), 2:1 ბერნარდო (41), 2:2 ბარტრა (68)