კალათბურთი

23:31 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 18 ქულა და გამარჯვება ტერსეირასთან

ლიდერებთან ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, დუდა სანაძის “ოლივეირენშემ” პორტუგალიის ჩემპიონატში გაიმარჯვა. ქართველი ლეგიონერის გუნდი აუტსაიდერ “ტერსეირას” შეხვდა და 39 ქულით – 110:71 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 26:57 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. სანაძემ 6-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი (ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

დუდას მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 18 ქულით მეტი ჩააგდო, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა.

ერთი საინტერესო დეტალიც. ოლივეირენშემ პირველი მეოთხედი 19:30 დათმო, მეორე და მეოთხე ათწუთეულებში კი, შესაბამისად, 21 და 22 ქულით მოიგო და ცხადია, გამარჯვება არ გასჭირვებია.

სანაძის გუნდი 8 მოგებითა და 4 წაგებით მე-4 ადგილზეა და პორტუგალიის ჩემპიონატის სახელოვან სამეულს (სპორტინგი, ბენფიკა, პორტუ) ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 22 დეკემბერს, შინ, გალიტოსთან ჩაატარებს.

GBF.GE

0.131792