სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:35 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილებები "დინამო ბათუმში": გეგუჩაძე მიდის, ჭიაბრიშვილი - მოდის

საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „დინამო ბათუმში“ ცვლილებებია მოსალიდნელი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აჭარული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს გია გეგუჩაძე დატოვებს.

WORLDSPORT.GE-ს ინფორმაციით, გეგუჩაძე აჭარულ გუნდში დარჩება, თუმცა მთავარი მწვრთნელის ნაცვლად, აკადემიას ჩაიბარებს და ამასთან კლუბში სხვა პოზიციაზეც დასაქმდება.

გამოცდილ სპეციალისტს ბათუმში გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვლის, რომელმაც თბილისის „საბურთალო“ ცოტა ხნის წინ დატოვა. საინტერესოა, რომ ჭიაბრიშვილი თავის დროზე სწორედ გეგუჩაძის ასისტენტად მუშაობდა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“. „საბურთალოს“ ექსთავკაცს ბოლო ხანს „დინამო თბილისთანაც“ აკავშირებდნენ, მაგრამ მისი კარიერა დიდი ალბათობით, ზღვისპირეთში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, გია გეგუჩაძე „დინამო ბათუმში“ 2018 წლის იანვრიდან მუშაობდა და აჭარული გუნდი ჯერ ეროვნული ლიგა 2-დან ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა, ხოლო უმაღლეს დივიზიონში პირველივე სეზონში „დინამოს“ ვერცხლის მედლები მოაპოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118831