კატალონიის „ბარსელონა“ მზადაა პეპ გვარდიოლა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიიწვიოს. იმ შემთხვევაში თუ ესპანელი 2020 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს, კატალონური გრანდი მისთვის ბრძოლაში ჩაერთვება.
ბოლო პერიოდში გვარდიოლას „სიტიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ აქტიურად იწერება, რადგან ინგლისური გუნდი პრემიერლიგაში წარუმატებლად თამაშობს და „ლივერპულს“ სოლიდური სხვაობით ჩამორჩება.
„ბარსელონაში“ პეპი მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2008-2012 წლებში მუშაობდა და გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.
გვარდიოლას „ბარსას“ გარდა, ასევე მიუნხენის „ბაიერნსაც“ უკავშირებენ, სადაც ესპანელი 2013-2016 წლებში მოღვაწეობდა.