"მანჩესტერ ინაიტედის" თავკაცი ოლე გუნარ სულშერი ზალცბურგში ჩავიდა და "ზალცბურგის" ნორვეგიელ შემტევს ჰოლანდს შეხვდა, აღნიშნულ ინფორმაციას Dauly Mail-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სულშერი ჰოლანდს ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შესახებ ესაუბრა.
2017/18 წლებში, როცა ჰოლანდი "მიოლდეს" ღირსებას იცავდა, მაშინ გუნდს სწორედ სულშერი წრთვნიდა.
მიმდინარე სეზონში შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად 22 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა.