ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა "ბორნმუთთან" წაგებული პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერლიგა რთული ლიგაა და ერთ დროს მისი გუნდის მიერ ნაჩვენები დამაკმაყოფილებელი შედეგით აღფრთოვანებული არ იყო.
"არღფრთოვანებული არ ვიყავი აქამდე ნაჩვენები კარგი შედეგით, პრემიერლიგა რთული ტურნირია და ბევრი რამე გვაქვს გასაუმჯობესებელი. უკვე დროა რაღაცები შევცვალოთ, რადგან გულშემატკივრები მოდიან და ხედავენ, რომ დასამარცხებელ გუნდებს ვერ ვუგებთ. ზოგჯერ მთელი კვირა კარგად მუშაობ და თამაშის დღეს ვერაფერს აკეთებ, დღევანდელ დაპირისპირებაში ძალიან ნელა ვითამაშეთ." - განუცხადა BBC Sports-ს ლამპარდმა.
"ჩელსიმ" ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგო და 29 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას "არისტოკრატები" სტუმრად "ტოტენჰემთან" გამართავენ.