ფეხბურთი

12:45 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ბევრი თამაში გველოდება, მაგრამ ამით ბედნიერები ვართ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "უოტფორდთან" მოგებული (2:0) პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ლამაზი თამაში მისმა გუნდმა არ აჩვენა, თუმცა საბოლოოდ შედეგით კმაყოფილია.

"მშვენიერი თამაში არ იყო, თუმცა ამითაც ძალიან ბედნიერი ვარ. მატჩში სიმტკიცე უნდა გამოგვეჩინა და ეს შევძელით. ბევრი თამაში გველოდება, თუმცა ამითაც ბედნიერები ვართ. "უოტფორდმა" მომენტები შექმნა, მაგრამ გატანა ჩვენ მოვახერხეთ." - ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC Sports-ი.

"ლივერპული" ინგლისის თასზე "ასტონ ვილას" 17 დეკემბერს შეხვდება, ხოლო მეორე დღეს ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპონატის ნახევარფინალში "მონტერეის" დაუპირისპირდება. "მერსისაიდელებმა" პრემიერლიგაში მე-16 მატჩი მოიგეს, 49 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან "ლესტერს" 10 ქულით უსწრებენ.

0.114699