ფეხბურთი

11:43 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიაში ჰაინკესს გაუთანაბრდა

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 220-ე გოლი გაიტანა, გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში კი იუპ ჰაინკესს გაუთანაბრდა და მესამე ადგილზე იმყოფება. "ვერდერთან" მოგებულ (6:1) მე-15 ტურის მატჩში პოლონელმა დუბლი შეასრულა.

ლევანდოვსკი ახლა უკვე მხოლოდ კლაუს ფიშერს (268) და გერდ მიულერს (365) ჩამორჩება. რობერტმა 74 გოლი "დორტმუნდში" თამაშის პერიოდში გაიტანა, ხოლო 146 გოლი "ბაიერნში" ასპარეზობის დროს. ამ დროისთვის რობერტი ბუნდესლიგაში საშუალოდ სეზონში 22 გოლს იტანს. მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 23 მატჩში 29 გოლი გაიტანა.

0.11241