კალათბურთი

1:46 | 15.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

100%-იანი შერმადინი ესპანეთში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში „იბეროსტარ ტენერიფემ“ „მორაბანკ ანდორა“ მისსავე მოედანზე 86:76 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიმყარა.

სტუმართა ქართველმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა 15:03 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. საინტერესოა, რომ გიორგიმ შეტევაში უშეცდომოდ ითამაშა, 6 ორქულიანი ისროლა და ყველა კალათში მოათავსა.

შედეგად, შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტლდა და ამჯერად MVP არ გამხდარა.

„იბეროსტარ ტენერიფე“ კი წარმატებულ სეზონს ატარებს, 8 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურის მატჩს კი, 21 დეკემბერს, შინ „გრან კანარიასთან“ ჩაატარებს.

0.131599