ძიუდო

13:46 | 14.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაურის ოქრო ჩინეთის მასტერზე - ქართველმა ფინალში შერაზადიშვილს აჯობა

ჩინეთის მასტერსზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ლაშამ ასპარეზობა D ჯგუფში დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი, ჩინელუ ჰებილიგ ბუ და იაპონელი სანშიტრო მურაო დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

ბექაურმა ფინალში გადასასვლელი შეხვედრა თურქ მიკაილ ოზერლერს მოუგო და ფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ, ნიკოლოზ შერაზადიშვილს აჯობა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ვარლამ ლიპარტელიანს, ხოლო გუშინ მესამე საპრიზო ადგილი ვაჟა მარგველაშვილმა დაიკავა.

0.106322