ფეხბურთი

9:46 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო 18 წლის მანძილზე პირველად, ვერცერთი რუსული კლუბი მოხვდა ევროთასების პლეი ოფში

წუხელ, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, „კრასნოდარმა“ „ხეტაფესთან“ 0:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. „კრასნოდარი“ ბოლო რუსული კლუბი იყო, ვისაც პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

მანამდე ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ მოსკოვის „ლოკომოტივი“ და „ზენიტი“. ევროპა ლიგიდან კი ცსკა.

ასეთი რამ ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ევროთასების საგაზაფხულო ეტაპზე ვერცერთი რუსული კლუბი გავიდა.

ცნობილმა სპეციალისტმა, ალეკსანდრ ბუბნოვმა თქვა: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს რუსული პრემიერლიგის დონესო.

0.114808