კალათბურთი

0:16 | 13.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში ევროლიგაში

ევროლიგაში ორმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც ბელგრადში „ცრვენა ზვეზდა“ 72:64 დაამარცხა და ვითარება გაიუმჯობესა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველ მძიმე ფორვარდს, რომელიც პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

თორნიკემ 37:34 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შენგელიამ 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18-ს გაუტოლდა.

ქართველი ამ მაჩვენებლით და მოპოვებული ქულებით მხოლოდ თანაგუნდელ ნიკ სტაუსკასს (22 ქულა, 22 მარგი ქმედების კოეფიციენტი) და „ცრვენა ზვეზდას“ წევრ ლორენცო ბრაუნს (20 ქულა, 22 მარგი ქმედების კოეფიციენტი) ჩამორჩა. შესაბამისად, მიუხედავად ჩინებული გარჯისა, MVP-ს ტიტულს ვერ შესწვდა.

რაც შეეხება მეტ ჯენინგს, 22 წუთში ამერიკელმა ქულის მოპოვება ვერ შეძლო და ოდენ თითო მოხსნა-პასით დაასრულა შეხვედრა. „ბასკონიას“ 6 გამარჯვების საპირწონედ 7 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე საფეხურზეა. მომდევნო ტურში კი 18 დეკემბერს, „ვალენსიას“ ესტუმრება.

0.146674