ჭადრაკი

10:50 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგის საგზურები მოიპოვეს

ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატის, სოფო გვეტაძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა!

გამარჯვებულმა 9-დან 8 (!) ქულა დააგროვა და 1,5 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ საერთაშორისო დიდოსტატ ნინო ხომერიკს.

მესამე ადგილზე კი საქართველოს მომქმედი ჩემპიონი 20 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, 14 წლის ელენე წოწონავა გავიდა.

სწორედ, ეს სამეული იასპარეზებს მარტში დაგეგმილ საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაზე.

ქალთა შეჯიბრის პარალელურად ჭადრაკის სასახლემ ვაჟთა 79-ე ჩემპიონატის პირველ ლიგას უმასპინძლა.

ტურნირმა საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა. საბოლოოდ, ბოლო ტურში გამარჯვებით პირველობა ბათუმელმა, ფიდეს ოსტატმა ირაკლი ახვლედიანმა დაისაკუთრა.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ, II-IV ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

2.თორნიკე სანიკიძე

3.ნოე თუთისანი

4.გაიოზ ნიგალიძე

უმაღლესი ლიგის უკანასკნელი, მეხუთე საგზური დავით ლომსაძემ მოიპოვა 6 ქულით.

gcf.org.ge

0.120858