ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დუნგას გადაწყვეტილებით, “სელესაოს” რიგებში, ტრავმირებული “კრუზეიროს” თავდამსხმელი რიკარდო გულარტი, “სან პაულოს” შემტევმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ შეცვალა.
32 წლის კაკამ ბოლოს ბრაზილიის ნაკრებში 2013 წლის 25 მარტს ამხანაგურ შეხვედრაში რუსეთის წინააღმდეგ (1:1) ითამაშა.
ბრაზილიის ნაკრები 11 ოქტომბერს პეკინში არგენტინის ნაკრებს სამხრეთამერიკულ დერბიში დაუპირისპირდება, ხოლო სამი დღის შემდეგ სინგაპურში იაპონიასთან გაარკვევს ურთიერთობას.