ფეხბურთი

11:49 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდება

„მილანის“ ყოფილი დამრიგებელი, ჯენარო გატუზო, დღეს, 11 დეკემბერს, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდება - გვამცნობს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

წყაროს ინფორმაციით, გატუზო ნეაპოლელებთან 18 თვიან კონტრქტს გააფორმებს, კიდევ ერთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით, გუნდის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შემთხვევაში.

41 წლის გატუზოს ბოლო სამუშაო კლუბი „მილანი“ გახლდათ, რომელსაც ის 2017-19 წლებში ხელმძღვანელობდა. 2018-19 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ, გატუზო გადადგა, რადგან „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა.

0.118395