სოციალური ქსელი ფრენკი დე იონგის რეაქციამ დაიპყრო, როდესაც გაიგო, რომ მისი ყოფილი გუნდი ამსტერდამის "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა.
ფრენკი "ბარსელონას" რიგებში "ინტერის" წინააღმდეგ თამაშობდა და მატჩის დასრულების შემდეგ "სან სიროს" მინდორზე შეიტყო "აიაქსის" წარუმატებლობის შესახებ. "ბარსას" ფეხბურთელები იტალიაში გამარჯვებას ერთმანეთს ულოცვადნენ და ჩინებულ განწყობაზეც იყვნენ, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით დე იონგზე, რომელიც მოედნის ცენტრში დამწუხრებული ეულად იდგა...
მოგეხსენებათ, შარშან ამსტერდამელები ნახევარფინალში გავიდნენ, ფინალამდეც ძალიან ცოტა დააკლდათ და რაც მთავარია, საოცარი ფეხბურთით გამოირჩნენ. იმ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი ფრენკიც იყო, რომელიც "აიაქსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავდა. ზაფხულში კი "ბარსელონაში" 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მაგრამ მშობლიური გუნდისადმი სიყვარული არ განელებია...
შეგახსენებთ, "აიაქსი" საკუთარ მოედანზე "ვალენსიასთან" დამარცხდა და H ჯგუფში 10 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო პლეი-ოფში ესპანელებთან ერთად ლონდონის "ჩელსი" გავიდა.