ფეხბურთი

1:41 | 11.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაარტენ ვანდევოორდტის რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ბელგიური „გენკის“ მეკარე მაარტენ ვანდევოორდტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ბელგიელი ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა, რომელმაც უპრესტიჟულეს ტურნირზე ითამაშა.

ვანდევოორდმა იტალიურ „ნაპოლისთან“ საკუთარი გუნდის კარი 17 წლისა და 287 დღის ასაკში დაიცვა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა - „გენკი“ 0:4 დამარცხდა, მაარტენმა კი მესამე წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა და ანგარიში არკადიუშ მილიკმა გახსნა.

ბელგიელმა თანამემამულის, მილე სვილარის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკას“ რიგებში 18 წლისა და 52 დღის ასაკში ჩაატარა სადებიუტო თამაში. მესამე ადგილზე კი, ლეგენდარული იკერ კასილიასია, რომელსაც დებიუტი 18 წლისა და 177 დღის ასაკში ჰქონდა.

0.115675