ფეხბურთი

22:59 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

აბრამოვიჩი "ჩელსის" 3.6 მილიარდ ევროდ გაყიდის

"ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი მზადაა გუნდი 3.6 მილიარდ ევროდ გაყიდოს აღნიშნულ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ჩელსის" ყიდვის სურვილი ამერიკელ ტოდ ბოელს ჰქონდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. როგორც ჩანს აბრამოვიჩს 3 მილიარდზე ნაკლები შესთავაზეს და ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომანი 3.6 მილიარდზე ნაკლებად გუნდს არ გაყიდის.

KPMG ranking-ის მიხედვით "არისტოკრატების" გუნდი 2.2 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

აბრამოვიჩმა "ჩელსი" 2003 წელს 140 მილიონ ევროდ იყიდა.

0.11821