ფეხბურთი

1:43 | 10.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "არ იქნება მესი, იქნება 11 ფეხბურთელი"

კატალონიის „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ინტერს“ ესტუმრება. ეს თამაში ესპანელებისთვის არაფერს ნიშნავს, იტალიელებისთვის - ყველაფერს.

„ნერაძურის“ გამარჯვება სჭირდება შემდეგი ეტაპის საგზურისთვის და ამის გაკეთება უფრო უნდა გაუადვილდეს, რადგან ერნესტო ვალვერდემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი განაცხადში არ შეიყვანა. მათ შორის, ჟერარ პიკე და ლიონელ მესი.

„ჟორდი ალბა და სემედუ ისევ ტრავმირებულები არიან, მესის დასვენება სჭირდებოდა. შარშან მესის გარეშე შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. კარს კი ნეტო დაიცავს. არიან ფეხბურთელები, რომელთაც ნაკლები სათამაშო დრო აქვთ და ხვალ შანსი მიეცემათ. რაკიტიჩი მათ შორის ერთ-ერთია.

წინა წლებში სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ასეთ ვითარებაში ვყოფილვართ, მაგრამ არასდროს წაგვიგია. ჩვენ „ბარსელონა“ ვართ და გულშემატკივრები ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ. როდესაც არ არის მესი, არის სხვა 11 მოთამაშე. ჩვენთვის ის გადამწყვეტია, მაგრამ პირველად არ ხდება, რომ გვაკლია“, - თქვა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ – „ბარსელონას“ მატჩი 10 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.110799