ფეხბურთი

17:07 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელო: "ორი "ოქროს ბურთი" უნდა თამაშდებოდეს, რადგან მესი კონკურსს მიღმაა"

ერთი კვირის წინ ლიონელ მესიმ კარიერაში მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიგო. ბევრისთვის სავსებით დამსახურებულად, ბევრისთვის კი არა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ვირჯილ ვან დეიკმა უფრო მეტად დაიმსახურა გამარჯვება.

ამ საკითხზე აზრის დაფიქსირება ფაბიო კაპელოს ჰკითხეს. ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა კი Corriere Dello Sport-ს საინტერესოდ უპასუხა და ორი „ოქროს ბურთის“ დაწესების იდეით გამოვიდა, ერთი მესისთვის იქნება განკუთვნილი, მეორე - საუკეთესო ფეხბურთელისთვის არგენტინელის შემდეგ.

„გამოსავალი მარტივია. საკმარისია შევთანხმდეთ, რომ მესი სხვა კატეგორიაში იმყოფება და ეს ჯილდო მხოლოდ მას ეკუთვნის. არგენტინული კონკურსს მიღმაა., სხვებს არ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ. ამიტომ, ყოველწელს სპეციალური „ოქროს ბურთი“ უნდა გადავცეთ, ხოლო შემდეგ მეორე „ოქროს ბურთი“ დავაწესოთ სხვებისთვის და მის გარეშე გადავწყვიტოთ ვინ არის საუკეთესო“, - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ვან დეიკს France Football-ის გამოკითხვაში მცირე უპირატესობით, 7 ქულით აჯობა და 2015 წლის შემდეგ "ოქროს ბურთი" ისევ დაისაკუთრა.

0.116609