ფეხბურთი

17:36 | 9.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ვიეირა "არსენალზე": "გუნდი, სადაც 9 წელი გავატარე, გულგრილი ვერ ვიქნები"

ლონდონის „არსენალს“ დროებითი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ფრედერიკ ლიუნგბერგის სახით და არ წყდება საუბარი იმაზე, ვინ ჩაიბარებს „მეთოფეებს“. ერთ-ერთ კანდიდატად კლუბის ლეგენდა პატრიკ ვიეირა დასახელდა, რომელიც ამჟამად სამშობლოში „ნიცას“ ავარჯიშებს.

ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა გულგრილი არაა „არსენალის“ მიმართ, მაგრამ ახლა მხოლოდ „ნიცაზე“ ფიქრობს.

„არსენალი“? ეს არის გუნდი, სადაც 9 წელი გავატარე და გულგრილი ვერ ვიქნები. თუმცა გულწრფელად მხოლოდ „ნიცაზე“ ვფიქრობ. ეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან საინტერესო პროექტია და ამ კლუბში ბევრი კარგი საქმის გაკეთება მსურს“, - თქვა ვიეირამ.

შეგახსენებთ, რომ ვიეირა „არსენალის“ ღირსებას 1996-2005 წლებში იცავდა და „ჰაიბერიზე“ წარუშლელი მოგონება დატოვა.

0.064029