ბრაზილიის სერია A-ს 2019 წლის სეზონი დასრულდა და ყველა ვერდიქტი გამოტანილია. მათ შორის ისიც, რომ პირველად არსებობის 98 წლის განმავლობაში „კრუზეირო“ ქვედა ლიგაში გავარდა.
ლეგენდარული რონალდოს მშობლიურმა გუნდმა მეტად წარუმატებელი სეზონი ჩაატარა და მას შემდეგ, რაც ბოლო ტურში შინ „პალმეირასთან“ 0:2 წააგო, გასავარდნ ზონას თავი ვეღარ დააღწია. ადილსონ ბატისტასტა შეგირდებმა 38 ტურში თავი მხოლოდ 36 ქულას მოუყარა, მე-17 ადგილზე გავიდა და სამშვიდობოს მყოფ „სეარას“ 3 ქულით ჩამორჩა, რომელმაც მე-16 ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ოთხგზის ჩემპიონმა და კოპა ლიბერტადორესის ორგზის ტრიუმფატორმა სეზონის დასკვნითი ნაწილი საშინლად ჩაატარა, მიჯრით 9 თამაში ვერ მოიგო, ხოლო ბოლო ხუთი საერთოდაც წააგო.
„კრუზეირო“ აქამდე „ფლამენგოსთან“, „სანტოსთან“ და „სან პაულუსთან“ ერთად ერთადერთი ბრაზილიური გუნდი იყო, რომელსაც უმაღლესი დივიზიონი არასდროს დაეტოვებინა. ახლა კი, როდესაც „ფლამ“ ყველაფერი მოიგო (ჩემპიონი გახდა და ლიბერტადორესის თასიც მოიგო) ბელუ ორიზონტელებმა თავის ისტორიაში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს.
გეტყვით იმასაც, რომ „კრუზეიროს“ გარდა „“ალაგოანო“, „შაპეკოენსე“ და „ავაი“ დაქვეითდნენ. ჩემპიონი „ფლამენგო“ გახდა, ხოლო ლიბერტადორესის თასის საგზური შავ-წითლების გარდა „სანტოსმა“, „პალმეირასმა“, „გრემიომ“, „ატლეტიკო პარანაენსემ“ და „სან პაულუმ“ მოიპოვეს.