"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "მალიორკასთან" მოგებულ ლა ლიგის მე-16 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ფორმაში დგება, ხოლო მესიმ დაადასტურა თუ რატომაა მსოფლიოსში საუკეთესო.
"სეზონის დასაწყისში რთული პერიოდი გვქონდა და პირველ თვეში ჩვენ თამაშს ვერ ვპოულობდით, ახლა კი ფორმაში ვდგებით და ხარისხს ვაუმჯობესებთ. გრიზმანმა და ტერ შტეგენმა კარგად ითამაშეს, ხოლო სუარესმა კი ძალიან გამაკვირვა. მესის რაც შეეხება, მისმა დღევანდელმა თამაშმა დაადასტურა, თუ რატომ გადასცეს "ოქროს ბურთი". ყოველდღე ასე ითამაშო იოლი საქმე არაა." - განუცხადა Barca TV-ს ვალვერდემ პრესკონფერენიის დაწყებამდე.
"ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში მე-11 მატჩი მოიგო და 34 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. მესი კი ჰეთთრიკი შეასრულა და 12 გოლით ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.