ფეხბურთი

2:44 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "მადლობა ყველას გამხნევებისთვის, მე დავბრუნდი"

რვათვიანი პაუზისა და მძიმე პერიოდის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა. „გენტის“ ქართველი შემტევი „ზულტე-ვარეგემთან“ მატჩის 76-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და ეს იყო დაბრუნება აპრილის შემდეგ!

გიორგიმ თამაშის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა და გამხნევებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

„მე დავბრუნდი. ყველას დიდი მადლობა ვინც ამდენი ხნის განმავლობაში მამხნევებდა და გვერდში მედგა“, - დაწერა სოციალურ ქსელში გიორგიმ.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ გაზაფხულზე ოპერაცია გაიკეთა და ხანგრძლივი უქმობაც ამით იყო გამოწვეული.

0.123558