ფეხბურთი

13:22 | 7.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ვწუხვარ, რომ გვისტვენდნენ, ჩვენ ახლა მხარდაჭერა გვჭირდება"

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის ცენტრალური მატჩი „ინტერსა“ და „რომას“ შორის უგოლოდ დასრულდა და გათამაშების ლიდერმა მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

„სან სიროზე“ კი, გარკვეულ მომენტებში მასპინძელთა გუნდს ქომაგებმა დაუსტვინეს, რაც ანტონიო კონტეს არ მოეწონა და თამაშის შემდეგ ამის შესახებ ღიად ისაუბრა.

„უნდა ვეცადოთ, რომ საშობაო პაუზას რაც შეიძლება საუკეთესო პოზიციაში შევხვდეთ. ვიცით, რომ სირთულეები გვაქვს, მაგრამ ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან მნიშვნელოვან რეჟიმში ახდენენ რეაგირებას, პუბლიკა კი უნდა დაგვეხმაროს. სამწუხაროდ, „სან სიროზე“ იყო სტვენა, რაც არასწორია, ახლა ჩვენ მხარდაჭერა გვჭირდება. „სან სიროზე“ თამაში ადვილი არაა, პიროვნულება გვჭირდება. დღეს მოედანზე საუკეთესო მირანტე იყო („რომას“ მეკარე)“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერს“ 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. თუმცა, დღეს „იუვენტუსი“ „ლაციოსთან“ გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას დაიბრუნებს.

0.112018