ფეხბურთი

20:57 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესმა შესაძლოა "ინტერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა შესაძლოა მილანის "ინტერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს. სამხრეთამერიკელის ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშის გამო, ფეხბურთელზე მოთხოვნა გაიზარდა და "ნერაძურის" სურს მისი გამოსასყიდი თანხა 94 მილიონი გირვანქა სტერლინგი 200 მილიონამდე გაზარდოს. აღნიშნული ინფორმაცია Sport Mediaset-მა გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში მარტინესმა 19 მატჩში 13 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს. სამხრეთამერიკელისადმი ინტერესს კი "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ.

0.111731