ფეხბურთი

19:10 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "ოპერაცია ძალიან რთული იყო, მაგრამ უფრო ძლიერი დავბრუნდები"

ბელგიური „გენტის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა. ჩვენებურის განცხადებით, ოპერაცია ძალიან რთული იყო, მაგრამ უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე ყოფილა.

ამასთან, ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ბელგიელთა მედიკოსმაც გააკეთა კომენტარი:

„სენტ ტრუიდენთან“ მატჩის დროს მუხლზე ტრავმა მიიღო. სამედიცინო პერსონალის წევრებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ისევ ეთამაშა. ოპერაცია უნდა გაკეთებულიყო? პატარა დაზიანებაც კი ყოველთვის იწვევს დისკუსიას, „ანდერლხეთან“ დაზიანების შემდეგ კი, სრული ბზარი დავინახეთ“, - თქვა „გენტის“ ექიმმა ლუკ ვანდენ ბოშხემ.

„ეს ჩემს კარიერაში პირველად მოხდა. ძალიან რთული იყო, მაგრამ ოპერაცია კიდევ უფრო რთული. თუმცა მოხარული ვარ, რომ ამ დროს „გენტმა“ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა, უფრო ძლიერი დავბრუნდები“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგის აპრილიდან მოყოლებული არ უთამაშია. „გენტის“ თავკაცის იეს თორუპის რამდენი დღის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ჩვენებური მენტალურად და ფიზიკურად სათამაშოდ მზადაა და მალე განაცხადში შეიყვანს. თუმცა, „ზულტე ვარეგემთან“ უახლოესი მატჩის განაცხადში ჩვენებური არ იმყოფება.

0.114554