ფეხბურთი

3:07 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ისტორიულ ანტირეკორდს უახლოვდება

ლონდონის „არსენალის“ კოშმარული პერიოდი გრძელდება და ვერც ფრედერიკ ლიუნგბერგმა გამოასწორა ვითარება. შვედი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „მეთოფეები“ წინა ტურში „ნორვიჩს“ დაუზავდნენ (2:2), ახლა კი შინ „ბრაიტონთან“ საერთოდაც წააგეს - 1:2.

შედეგად, „არსენალს“ 6 ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია და ნეგატიურმა სერიამ 9 თამაში შეადგინა - „კრისტალ პალასი“ 2:2, „ლივერპული“ 5:5, „ვულვზი“ 1:1, „გიმარაეში“ 1:1, „ლესტერი“ 0:2, „საუთჰემპტონი“ 2:2, „აინტრახტი“ 1:2, „ნორვიჩი“ 2:2 და „ბრაიტონი“ 1:2.

შედეგად, Opta-ს ცნობით, „არსენალი“ ისტორიულ ანტირეკორდს უახლოვდება, რომელიც ზედიზედ 10 მოუგებელ მატჩს შეიცავს. ასეთი კატასტროფული სერია ლონდონურ გუნდს 1977 წლის მარტში ჰქონდა.

მომდევნო შეხვედრას „არსენალი“ სტუმრად „ვესტ ჰემ იუნაიტედთან“ ჩაატარებს და თუ ვერ მოიგებს, არსებობის ისტორიაში ანტირეკორდს გაიმეორებს.

თეგებიარსენალი
0.112615