ლივერპულის „ევერტონი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც „კამფეტების“ ვებგვერდი იტყობინება, მარკო სილვა დაკავებული პოსტიდან გათავისუფლებულია.
ამის მიზეზი ცხადია, ლივერპულური გუნდის მეტად არასახარბიელო შედეგებია. კლუბის ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი მერსისაიდულ დერბიში, „ლივერპულთან“ 2:5 მარცხი გამოდგა.
„ვეერტონმა“ პრემიერლიგაში 15 ტურის შემდეგ მხოლოდ 14 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე იმყოფება. სილვამ „ევერტონი“ გასული სეზონის წინ ჩაიბარა და არც შარშანდელი წელი გამოდგა წარმატებული, რადგან გუნდი დიდი ინვესტიციის მიუხედავად მხოლოდ მერვე პოზიციაზე გავიდა და ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა.
„ჩელსისთან“ უახლოეს შეხვედრაში ლივერპულელებს დანკან ფერგიუსონი უხელმძღვანელებთ, ხოლო ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.