ფეხბურთი

0:25 | 6.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკმა კინი ყვირილით დააფრთხო და გოლის გატანაში ხელი შეუშალა (+VIDEO)

„ლივერპულის“ მცველმა მერსისაიდულ დერბიში მოიზე კინს ხელი მეტად საინტერესო მეთოდით შეუშალა. ერთ-ერთ ეპიზოდში იტალიელი სახიფათო პოზიციაში აღმოჩნდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ჰოლანდიელმა მასზე ზეგავლენა მოახდინა.

მას შემდეგ, რაც ვან დეიკი დარწმუნდა, რომ კინს ხელ სხვაგვარად ვერ შეუშლიდა, დარტყმის მომენტში დაუყვირა, რითაც მოიზეს ყურადღება გაუფანტა და კარგად დარტყმაში ხელი ნამდვილად შეუშალა.

ამ ეპიზოდმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა სოციალურ ქსელში, რადგან ვირჯილის ორიგინალურმა ხერხმა გაჭრა. შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ თანაქალაქელი 5:2 დაამარცხა და პრემიერლიგაში 15 ტურის შემდეგ მე-14 გამარჯვება მოიპოვა.

0.22051