ფეხბურთი

21:42 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალური სათაური იტალიაში - "შავი პარასკევი"

გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport-ი სკანდალში გაეხვა. დღეს, გაზეთის პირველ გვერდს ამშვენებდა რომელუ ლუკაკუსა და კრის სმოლინგის ფოტოები სათაურით - Black Friday (შავი პარასკევი).

საქმე ისაა, რომ პარასკევს იტალიის სერია A-ს ტურის ცენტრალურ მატჩში „ინტერი“ „რომას“ უმასპინძლებს და გამოცემა ამ დაპირისპირებას ლუკაკუსთან და სმოინგთან აიგივებს.

თუმცა, გაზეთს რასიზმში ადანაშაულებენ სათაურის გამო, რომელიც ნამდვილად შეიცავს სკანდალურ ნიუანსებს. ზოგადად, იტალიაში რასიზმის პრობლემა დიდი ხანია დგას და სიტუაცია ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა "რომა" და "მილანი". ორივე გუნდმა დაგმო გაზეთის სათაური, აღნიშნეს, რომ სათაური შეიცავს რასიზმის მესიჯს. ამიტომ, "ჯალოროსისა" და "როსონერის" ფეხბურთელები Corriere Dello Sport-თან იანვრამდე თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ – „რომას“ შეხვედრა 6 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

თეგებიინტერირომა
0.117297