ფეხბურთი

21:18 | 5.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მატერაციმ იბრაჰიმოვიჩი დატროლა: "შენს გარეშე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებდით"

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა მარკო მატერაციმ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყოფილი თანაგუნდელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიმართ ირონიული პოსტი გამოაქვეყნა. მატერაციმ დაწერა, რომ „ინტერი“ ზლატანის გარეშე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა.

„მივიდა, ნახა, გაიმარჯვა. ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა იბრაჰიმოვიჩს, შენს გარეშე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებდით“, - დაწერა მატერაციმ.

რეალურად, 2009-2010 წლების სეზონში იბრაჰიმოვიჩი „ინტერში“ არ თამაშობდა და გუნდი სეზონის წინ დატოვა. მის სანაცვლოდ „ნერაძურიმ“ სამუელ ეტო’ო მიიღო, ხოლო გარდა ამისა, ტრანსფერიდან ფულიც გამოიმუშავა და ვესლი სნეიდერი დაიმატა. ამ ტრანსფერების წყალობით კი, ჟოზე მოურინიოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო ნახევარფინალში სწორედ იბრაჰიმოვიჩის „ბარსელონას“ აჯობა.

მატერაცის პოსტი კი მხოლოდ პასუხი იყო შვედის განცხადებაზე, რომელიც ახლახან გააკეთა: „იუვენტუსში“ როდესაც ვიყავი, „ინტერის“ წინააღმდეგ ვთამაშობდით. მატერაცი ძალიან უხეშად მეთამაშა და ფეხი ვიტკინე. 2010-2011 წლების სეზონში მილანური დერბის მეორე ტაიმში მატრიქსს (მატერაცია) ტაეკვანდოს ილეთი გავუკეთე და საავადმყოფოში გავგზავნე. სტანკოვიჩი მოვიდა და მითხრა: რატომ გააკეთა ეს იბრა? მე კი ვუპასუხე: ამ მომენტს 4 წელი ველოდი, აი ამიტომ".

0.135609