უნგრეთის თასის 1/16 ფინალში ბუდუ ზივზივაძე გამარჯვების გოლი გაიტანა. ჩვენებურის „მეზოკოვესდი“ „გიორს“ ესტუმრა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა.
შედეგად, დამატებითმა დრომ გამოავლინა გამარჯვებული, სადაც 103-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ. თუმცა, 113-ე წუთზე სტუმრებმა ჯერ გაათანაბრეს, ხოლო საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე ზივზივაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და მატჩის გმირი გახდა. ქართველმა შემტევმა აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.
ბუდუმ მიმდინარე სეზონში თავი მეშვიდედ გამოიჩინა, 6 გოლი უნგრეთის ჩემპიონატში აქვს გატანილი. ჯერჯერობით უცნობია ვის შეხვდება „მეზოკოვესდი“ მერვედფინალში.