უეფამ ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის მონაწილე 55 ნაკრები ოთხი დივიზიონისა და კალათების მიხედვით გადაანაწილა. წინა გათამაშებასთან შედარებით ფორმატი მცირედით შეიცვალა, რადგან საწყის სამ დივიზიონში 16-16 ნაკრები ითამაშებს, ხოლო D დივიზიონში მხოლოდ შვიდი.
საქართველო C დივიზიონში ითამაშებს და წილისყრისას პირველ კალათაში იქნება განთესილი საბერძნეთთან, ალბანეთსა და მონტენეგროსთან ერთად. შესაბამისად, ჯგუფში მათთან ერთად ვერ მოხვდება.
ერთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 2020 წლის 3 მარტს, ამსტერდამში გაიმართება.
A დივიზიონი
I კალათა: პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია
II კალათა: ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია
III კალათა: ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი
IV კალათა: ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია
B დივიზიონი
I კალათა: რუსეთი, ავსტრია, უელსი, ჩეხეთი
II კალათა: შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი
III კალათა: სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია
IV კალათა: ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი
C დივიზიონი
I კალათა: საბერნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, საქართველო
II კალათა: ჩრდ. მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი
III კალათა: ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი
IV კალათა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა
D დივიზიონი
I კალათა: გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტანშტაინი
II კალათა: ანდორა, მალტა, სან მარინო