ფეხბურთი

22:33 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ხედირა სამი თვით მოისაკლისა

ტურინის „იუვენტუსმა“ სამი ხედირა ხანგრძლივი პერიოდით მოისაკლისა. როგორც იტალიის ჩემპიონის ვებგვერდი წერს, გერმანელს დღეს აუგსბურგის კლინიკაში მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაუკეთდა.

ხედირამ ბოლო დღეებში მუხლზე დისკომფორტი იგრძნო და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ოპერაცია გარდაუვალი გახლდათ.

ხედირას სარეაბილიტაციო პერიოდი სამ თვეს გასტანს და მოედანს მარტის დასაწყისში დაუბრუნდება. 32 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

0.111189