ფეხბურთი

13:27 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ დიბალას კონტრატის 2024 წლამდე გახანგრძლივებას შესთავაზებს

„იუვენტუსი“ მზადაა პაულო დიბალას ახალი კონტრატი შესთავაზოს - წერს საკუთარ ტვიტერში La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა 26 წლის არგენტინელისთვის ხელშეკრულების 2024 წლამდე გახანგრძლივებას აპირებს. გაზრდილი ხელფასით - 9 მილიონი ევრო წელიწადში, პლუს ბონუსები.

შეგახსენებთ, რომ დიბალა ხელფასის მომატებას, წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვდა.

დიბალას მიმდინარე კონტრაქტს ყავლი 2022 წლის ზაფხულში გასდის.

0.121171