ფეხბურთი

22:17 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კანავაროს პირველი სამწვრთნელო ტიტული

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ და ახლა უკვე "გუანჟოუ ევერგრანდსის" თავკაცმა მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიპოვა.

"გუანჟოუმ" ჩინეთის სუპერლიგა მოიპოვა. კლუბმა 72 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ "ბეიჯინგს" ორი ქულით გაასწრო.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კანავარო პოსტიდან უნდა გაეშვათ, რადგან ის საქმეს არაპროფესიონალურად უდგებოდა, მაგრამ ინფორმაცია არ დადასტურდა ტიტულიც მოიპოვა.

აქამდე კანავაროს როგორც მწვრთნელს, "ალ ნასრში", "ტიანჯინში" და ჩინეთის ნაკრებში უმუშავია.

0.115582