იტალიური „ნაპოლი“ შესაძლოა ჯენარო გატუზომ ჩაიბაროს. იტალიური მედიის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის ნეაპოლური გუნდიდან გათავისუფლება ემუქრება და მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი ყოფილი შეგირდია.
„ნაპოლისთვის“ მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო და 14 ტურის შემდეგ ლიდერ „ინტერს“ 17 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, ნეაპოლელებს სერია A-ში ზედიზედ 6 თამაში არ მოუგიათ.
იმ შემთხვევაში თუ „ნაპოლი“ მომდევნო ორ მატჩს „უდინეზესთან“ და „გენკთან“ ვერ მოიგებს, ანჩელოტის პოსტის დატოვება მოუწევს და მას დიდი ალბათობით, გატუზო შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტიმ „ნაპოლი“ 2018 წლის ზაფხულში ჩაიბარა, ხოლო გატუზო გასული ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია.