ევროლიგის ნოებრის თვის საუკეთესო კალათბურთელი, „ეფესის“ უკანახაზელი შეინ ლარკინი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ლარკინი ნოემბრის თვეში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 26.2 ქულას, 4.4 პასს და 3.8 მოხსნას აგროვებდა. შეინის მარგი ქმედების კეოფიციენტი 30.8 იყო. ნოემბრის თვეში თურქულმა კლუბმა ხუთივე შეხვედრა მოიგო.
ლარკინმა „ბაიერნთან“ მატჩში რეკორდული 49 ქულა ჩააგდო.