კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა France Football-ის უპრესტიჟულესი ჯილდო „ოქროს ბურთი“ 2015 წლის შემდეგ პირველად და კარიერაში მეექვსედ მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია.
მესიმ ძალიან მცირე უპირატესობით აჯობა „ლივერპულის“ მცველ ვირჯილ ვან დეიკს - მხოლოდ 7 ქულა. სამაგიეროდ, დანარჩენებთან სხვაობა ძალიან სოლიდური იყო.
საუკეთესო 30-ეულში მოხვედრილ ფეხბურთელებზე ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) – 686 ქულა
2. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ჰოლანდია) – 679
3. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, პორტუგალია) – 476
4. სადიო მანე (ლივერპული, სენეგალი) – 347
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე) – 178
6. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) – 89
7. ალისონი (ლივერპული, ბრაზილია) – 67
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი) – 44
9. ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია) – 41
10. რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი) – 33
11. ფრენკი დე იონგი (აიაქსი/ბარსელონა, ჰოლანდია) – 31
12. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) – 30
13. ედენ აზარი (ჩელსი/რეალი, ბელგია) – 25
14. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია) – 14
15. მატიას დე ლიხტი (აიაქსი/იუვენტუსი, ჰოლანდია) – 13
16. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი, არგენტინა) – 12
17. რობერტო ფირმინო (ლივერპული, ბრაზილია) – 11
18. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო/ბარსელონა, საფრანგეთი) – 9
19. ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი (ლივერპული, ინგლისი) – 8
20-21. დუშან ტადიჩი (აიაქსი, სერბეთი) – 5
20-21. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი, გაბონი) - 5
22. ჰონ-მინ სონი (ტოტენჰემი, სამხრეთ კორეა) – 4
23. უგო ლორისი (ტოტენჰემი, საფრანგეთი) – 3
24-25. კალიდუ კულიბალი (ნაპოლი, სენეგალი) – 2
24-25. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, გერმანია) – 2
26-27. კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი) – 1
26-27. ჯორჯინიო ვეინალდუმი (ლივერპული, ჰოლანდია) – 1
28-30. დონი ვან დე ბეეკი (აიაქსი, ჰოლანდია) – 0
28-30. ჟოაო ფელიქსი (ბენფიკა/ატლეტიკო, პორტუგალია) – 0
28-30. მარკინიოსი (პსჟ, ბრაზილია) - 0